ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამრევლოყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველი წარმოადგენს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამრევლოს. სამრევლოს წინამძღვარი არის მამა პავლე სებელოვი. სამრევლო ეკუთვნის სკანდინავიის ეპარქიას, რომლის თავი არის მამა იოანე იოჰანსენი ქალაქ ოსლოდან, ნორვეგიიდან. თავის მხრივ, ეპარქია ეკუთვნის დასავლეთ ევროპის ეგზარხატს მისი ყოვლადუსამღვდელოება არქიეპისკოპოს გაბრიელის მეთაურობით, რომლის რეზიდენციაც ქალაქ პარიზში, საფრანგეთში, მდებარეობს. ხსენებული ეგზარხატი არის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ნაწილი, რომლის თავია მისი უწმინდესობა პატრიარქი ბართლომეოს 1-ლი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამრევლოში მსახურებები ტარდება მართლმადიდებლური ეკლესიის კალენდრის მიხედვით (იხილეთ ღვთისმსახურებათა სია). ღვთისმსახურებები სრულდება დანიურ ენაზე.
18/7-10 |