ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამრევლო

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველი წარმოადგენს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამრევლოს. სამრევლოს წინამძღვარია მღვდელი პავლე სებელოვი.

სამრევლო შედის სკანდინავიის საკეთილმოწესეოს შემადგენლობაში, რომლის თავი არის მღვდელი ანგელ ველიჩკოვი სტოკჰოლმიდან (შვედეთი).

საკეთილმოწესეო ეკუთვნის დასავლეთ ევროპის ეგზარქატს, რომლის მწყემსმთავარია მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქარიოპოლისის მთავარეპისკოპოსი იოანე. მისი რეზიდენციაა პარიზში (საფრანგეთი).

ხსენებული ეგზარქატი არის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ნაწილი, რომლის თავია მისი უწმინდესობა პატრიარქი ბართლომე 1-ლი.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამრევლოში მსახურებები ტარდება მართლმადიდებლური ეკლესიის კალენდრის მიხედვით (იხილეთ ღვთისმსახურებათა სია). ღვთისმსახურებები სრულდება დანიურ ენაზე.